[დროებითი საგამოძიებო]
კომისიის მნიშვნელობა
არის, დაადგინოს ის
სისტემური დანაშაულები,
რაც ხორციელდებოდა 2003-2012
წლებში, იმისათვის, რომ
მომავალმა თაობებმა, იმ
ადამიანებმა, რომლებსაც არ
ახსოვთ სააკაშვილის
რეჟიმის სისასტიკე, მიიღოს
სწორი, ინფორმირებული
გადაწყვეტილება, -
განაცხადა „2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებით საგამოძიებო
კომისიის“ წევრმა,
უმრავლესობის დეპუტატმა
პაატა სალიამ.„გადაწყდა,
რომ პირველი პირები ვინც
უნდა გამოიკითხონ,
იქნებიან დაკავშირებული
საარჩევნო საკითხთან, ანუ
2003-2012 წლებში ჩატარებულ
არჩევნებთან დაკავშირებით
და შესაბამისად, კომისიამ
მიიღო გადაწყვეტილება
გამოიკითხოს ზურაბ
ჭიაბერაშვილი, ნათია
მოგელაძე და ლევან
გაჩეჩილაძე“, - აღნიშნა
სალიამ.პარლამენტში
შექმნილმა დროებითმა
საგამოძიებო კომისიამ 2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შესწავლა
უკვე დაიწყო.