ქალბატონი თეას
გაფრთხილება ეფუძნება
კანონს. სისხლის სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული არის
სასჯელი კომისიაზე არ
გამოცხადებისთვის, ანუ
გამოცხადებაზე უარის
თქმის შემთხვევაში ან
კომისიისთვის ცრუ
ინფორმაციის მიწოდების
შემთხვევაში, - განაცხადა
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
პაატა სალიამ დროებითი
საგამოძიებო კომისიის
საკითხზე საუბრისას
გადაცემაში „დღის
ქრონიკა“.„შესაბამისად ეს
კანონით დადგენილია,
კომისია ამ შემთხვევაში
ვერაფერს ვერ გააკეთებს თუ
დაბარებული პირი არ
გამოცხადება სხდომაზე და
ჩვენ უბრალოდ უნდა
ვაცნობოთ სამართალდამცავ
ორგანოებს ამის შესახებ.
რაც შეეხება სანქციას ეს
არის ჯარიმა, ან ერთ წლამდე
თავისუფლების აღკვეთა რაც
ასევე ითვალისწინებს
გარკვეულ საქმიანობის
განხორციელების
აკრძალვას, თანამდებობის
დაკავების აკრძალვას და
ასე შემდეგ. ეს არის
კოდექსით
გათვალისწინებული
სასჯელი“, - აღნიშნა პაატა
სალიამ.დღეს პარლამენტში
„ქართული ოცნების“
ინიციატივით შექმნილი
„2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი“ დროებითი
საგამოძიებო კომისიის
რიგით მეორე სხდომა
გაიმართა.