ეს მნიშვნელოვან ბიძგი
იქნება სხვა ქვეყნის
ინვესტორებისთვის, რომ
საქართველოში
განახორციელონ
საინვესტიციო პროექტები, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
პაატა სალიამ, რითაც
გამოეხმაურა საქართველოში
6-მილიარდიანი ინვესტიციის
განხორციელების შესახებ
შეთანხმებას.„ამ ზომის
ინვესტიცია საქართველოში
არ განხორციელებულა. ხელი
მოეწერა მემორანდუმს
ემაარ ჯგუფთან, რომელიც
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ჯგუფია არაბეთის
გაერთიანებულ
საამიროებში. ეს
მნიშვნელოვან ბიძგი
იქნება სხვა ქვეყნის
ინვესტორებისთვის, რომ
საქართველოში
განახორციელონ
საინვესტიციო პროექტები“, -
აცხადებს
სალია.საქართველოს
ისტორიაში უმსხვილესი
ინვესტიცია - დეველოპერული
კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი
საქართველოში 6 მილიარდი
აშშ დოლარის მოცულობის
ინვესტიციას
განახორციელებს, -
თანამშრომლობის
მემორანდუმი კომპანიასა
და ქართულ მხარეს შორის
აბუ-დაბიში საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის ვიზიტის
ფარგლებში გაფორმდა.