
პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ზურაბ წერეთელის გარდაცვალებას ეხმაურება:
“გარდაიცვალა, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ზურაბ წერეთელი, რომლის იმედი ჰქონდა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს. რომელსაც საქართველოსთვის უძგერდა გული, რომელიც ოჯახში 24 საათი იყვნენ სტუმრები და იყო გაშლილი ქართული სუფრა. რომელიც იყო ლეგენდა. ნათელი შენს ხსოვნას ჩემო ზურიკო” – წერს პაატა ბურჭულაძე.
მოქანდაკე და მონუმენტური მხატვარი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი, ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.