4 ოქტომბერი არ იქნება
უბრალოდ პროტესტის თარიღი,
ეს იქნება ისტორიული
გამარჯვების დღე, – ამის
შესახებ მოძრაობა
„რუსთაველის გამზირის“
ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ
განაცხადა.ბურჭულაძის
თქმით, 4 ოქტომბერი
ცხადდება ივანიშვილის
მშვიდობიანი დამხობის
დღედ.„ამ განცხადების
ადრესატი არ არის არცერთი
პოლიტიკური პარტია და
არცერთი პოლიტიკოსი.
ამიტომაც, მივმართავ მის
უდიდებულესობას, ქართველ
ხალხს. 4 ოქტომბერს, 16:00
საათზე ვიკრიბებით
რესპუბლიკის მოედანზე,
ვატარებთ ეროვნულ კრებას,
ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ
მიტაცებულ ქვეყანას და
ხმას ვაძლევთ საქართველოს
გათავისუფლებას.
ივანიშვილს უნდა
ჩამოვართვათ უკანონოდ
მითვისებული ძალაუფლება
და დავუბრუნოთ ხალხს. 4
ოქტომბერი არ იქნება
უბრალოდ პროტესტის თარიღი,
ეს იქნება ისტორიული
გამარჯვების დღე. ასე რომ, 4
ოქტომბერი ცხადდება
ივანიშვილის მშვიდობიანი
დამხობის დღედ. მოემზადე,
საქართველო, ბრძოლა
ბოლომდე“, – განაცხადა
პაატა ბურჭულაძემ.