"ოცნების" ყველა შესწორება ჩავარდა, ისინი დამარცხდნენ... გავიმარჯვეთ ყველამ, ვინც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის" - თინა ბოკუჩავა ევროსაბჭოს რეზოლუციაზე

Primetime.ge 2 თვის წინ 7
"ოცნების" ყველა შესწორება ჩავარდა, ისინი დამარცხდნენ... გავიმარჯვეთ ყველამ, ვინც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის" - თინა ბოკუჩავა ევროსაბჭოს რეზოლუციაზე
"ქართულმა ოცნების" გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ ოპოზიციაში შეაფასეს.კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით ის, რომ რეზოლუციაში ჩაიწერა ულტიმატუმი ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლთა გამარჯვებაა."ოცნების" ყველა შესწორება ჩავარდა, ისინი დამარცხდნენ, მათ განიცადეს წარმოუდგენელი მარცხი, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, ჩვენმა დემოკრატიამ, ადამიანებმა, რომლებიც დგანან რუსთაველის გამზირზე, რომლებიც უკანონოდ და უსამართლოდ არიან სატუსაღოებში გამომწყვდეულები, გაიმარჯვა მზია ამაღლობელმა, გავიმარჯვეთ ყველამ, ვინც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.ამავე კოალიციის წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი გადაწყვეტილებით, უარი თქვას ევროსაბჭოში მუშაობაზე, დაადასტურა, რომ თეორიულადაც აღარ მოიაზრებენ თავს რომელიმე ევროპული სტრუქტურის წევრად."ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი თეორიულადაც აღარ მოიაზრებენ თავს ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურის წევრად. მთავარი, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან არის ის, რომ პირველად ჩაიწერა PACE-ს რეზოლუციაში ულტიმატუმად, რომ რეჟიმმა უნდა დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები შემდეგ სხდომამდე რომელიც, სავარაუდოდ, 7 აპრილს ჩატარდება."ქართული ოცნება" დარჩება - არ დარჩება, - ისედაც შეზღუდული აქვთ ყველანაირი უფლებამოსილება დელეგაციებში, კენჭისყრაში მონაწილეობა, საქმიანობა," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე. შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. დელეგაციის წევრების განმარტებით, მათთვის მიუღებელი და უსამართლოა დათქმები უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტში.შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. დელეგაციის წევრების განმარტებით, მათთვის მიუღებელი და უსამართლოა დათქმები უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტში.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო, თბილისს ახალი არჩევნებისკენ მოუწოდებს და აპრილამდე კონკრეტულ პირობებს უყენებს. "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ევროსაბჭომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ჯერ ცნო, რითაც არჩევნები აღიარა, შემდეგ კი ისევ ახალი არჩევნების მოთხოვნით, ულტიმატუმი წამოაყენა.
სრულად წაიკითხეთ სტატია