ოცნების მიერ დასმული პრეზიდენტი მოძალადე პოლიციელებს მადლობას უხდის

News.ge 1 კვირა წინ 9
ოცნების მიერ დასმული პრეზიდენტი მოძალადე პოლიციელებს მადლობას უხდის

ქართული ოცნების მიერ დასმული პრეზიდენტი მოძალადე პოლიციელებს მადლობას უხდის და ამტკიცებს, რომ არ არსებობს შემთხვევა, როდესაც მშვიდობიან აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი. ამაზე ყაველაშვილმა პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში ილაპარაკა.
“[საზოგადოების] ის ნაწილი, რომელიც ბუნებრივად იღებს, რომ არ მოსწონს ნაცემი ახალგაზრდა და გაბრაზებული გამოდის გარეთ, რა თქმა უნდა სოლიდარული ვარ მის მიმართ, მაგრამ ასევე მინდა სოლიდარული იყოს იგივე ადამიანი იმ პოლიციელის მიმართ… აქ კითხვა იბადება, არის თუ არა ჩვენი პოლიცია მოძალადე? აქ მარტივადაა შესაფასებელი და მივცემ ჩემს თავს უფლებას, უფრო მკაფიო ვიყო და მადლობა გადავუხადო – რა პირობებში უწევს ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს პროცესების მართვა, ვერ დამისახელებს ვერც ერთი ადამიანი, რომ სადაც მშვიდობიანი აქცია იყო, ის პოლიციამ ძალით დაშალა ან რამე ძალადობის აქტს ჰქონდა ადგილ პოლიციის მხრიდან. ვერ დამისახელებენ ვერც ერთ ფაქტს. არამარტო ამ აქციებთან დაკავშირებით, არამედ რაც კი აქციები ჩატარებულა ქართული ოცნების ხელისუფლების დროს”- ამბობს ყაველაშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია