ოქროს შუალედი უნდა გაკეთდეს, რომ არცერთი მხარე დაზარალდეს – ბურჯანაძე შრომითი მიგრაციის გამკაცრებაზე

News.ge 16 საათი წინ 1
ოქროს შუალედი უნდა გაკეთდეს, რომ არცერთი მხარე დაზარალდეს – ბურჯანაძე შრომითი მიგრაციის გამკაცრებაზე

ოქროს შუალედი უნდა გაკეთდეს, რომ არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა და ჩამოსულ მიგრანტსაც მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა – ასე აფასებენ რესტორატორთა ასოციაციაში „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს.
საქმე ისაა, რომ უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, “ქართული ოცნებამ” „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი გაამკაცრა, რომლის თანახმად, ქვეყანაში უცხოელების დასაქმება რთულდება. კერძოდ, უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი დაინერგება.
ასოციაციის თანადამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე BMG-სთან აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორში კადრების დეფიციტის ფონზე, არაერთ პოზიციაზე უცხოელი კადრები არიან დასაქმებულები. შესაბამისად, მისი თქმით, რეგულაციები იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ მიგრანტებს სრულად არ შეეზღუდოთ საქართველოში მუშაობის უფლება.
„შეიძლება სახელმწიფომ შეიმუშაოს გარკვეული წესები, კვოტები, თუ რა რაოდენობის მიგრანტები შეძლება შემოვიდნენ უცხოეთიდან, შრომითი მიგრაციის მიმართულებით შეიძლება გარკვეული ბერკეტების შექმნა. მაგრამ თუკი სახელმწიფო სრულად შეუძლებელს გახდის, რომ ქვეყანაში მიგრანტი შემოვიდეს, რომელსაც დასაქმების სურვილი ექნება, უბრალოდ სფეროები წაიშლება.
მარტივად რომ გადავავლოთ თვალი, ყველგან გხვდება უცხოელი მუშახელი, კურიერები, ხშირად მანქანის რეცხვისას უცხოელებს შევხვდებით. იქ, სადაც ენობრივი ბარიერი მეტ-ნაკლებად დაძლევადი არის და ნაკლებად საჭირო არის ენა, ამ შემთხვევაში თითქმის ყველა [პოზიციას] უცხოელები იკავებენ. იქ, სადაც ენა აუცილებელი არის, მომსახურების სფეროში მაგალითად, იქ ცოტა რთულად არის საკითხი, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ „ბექში“ ძირითადად უცხოელები არიან დასაქმებული. ეს ნორმალური პროცესია, როდესაც ქვეყანა ვითარდება. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად აქ სწორი ბალანსი უნდა შეიქმნას, ოქროს შუალედი უნდა გაკეთდეს, რომ არ დაზარალდეს არავითარ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა და ჩამოსულ მიგრანტსაც უნდა მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია