ოსიმენს პსჟ-ში კვარაცხელიას მსგავსი ხელფასი უნდა – ცნობილია რატომ არ სურს ლუის ენრიკეს ნიგერიელი ფორვარდის ყიდვა

Pnews 6 დღის წინ 20
ოსიმენს პსჟ-ში კვარაცხელიას მსგავსი ხელფასი უნდა – ცნობილია რატომ არ სურს ლუის ენრიკეს ნიგერიელი ფორვარდის ყიდვა

ვიქტორ ოსიმენს მალე “გალათასარაისთან” საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდება და ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

ოსიმენი კვლავ ნაპოლის საკუთრებაა და მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა.

ვიქტორის ყიდვას კი გრანდები ვერ ახერხებენ, რადგან ნიგერიელი დიდ ხელფასს ითხოვს.

ის სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონ ევროს ითხოვს, ანუ დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში იღებს. ამდენის გადახდაზე “მანჩესტერი” თანახმა არაა. იყო საუბრები ვიქტორით “პარი სენ ჟერმენის” დაინტერესების თაობაზე, მაგრამ გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე ამ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგია.

ოსიმენი ხშირად სტუმრობს ღამის კლუბებს, ენრიკეს კი ისეთი ფეხბურთელები არ მოსწონს, რომლებიც გართობას დიდ დროს უთმობენ.

The post ოსიმენს პსჟ-ში კვარაცხელიას მსგავსი ხელფასი უნდა – ცნობილია რატომ არ სურს ლუის ენრიკეს ნიგერიელი ფორვარდის ყიდვა appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია