2025 წლის 1-ელი მაისიდან
ქვეყანაში რამდენიმე
ცვლილება
ამოქმედდება.ცვლილებები
სესხის რეფინანსირების
პროცესში„ფინანსური
ორგანიზაციების მიერ
მომსახურების გაწევისას
მომხმარებელთა უფლებების
დაცვის წესში“ ცვლილებები
შედის. ეროვნული ბანკის
მონაცემებით, ამ წესების
დაცვა, ფინანსურ
ორგანიზაციებს მიმდინარე
წლის 1-ელი მაისიდან
მოუწევთ.ცვლილებების
მიხედვით, ფიზიკური
პირებისა და ორ მილიონ
ლარამდე მოცულობის ჯამური
ვალდებულებების მქონე
იურიდიული პირებისთვის
სესხის/კრედიტის სხვა
ფინანსური ორგანიზაციიდან
სრული ან ნაწილობრივი
რეფინანსირების
შემთხვევაში წინსწრების
საკომისიოს მაქსიმალური
ოდენობა ნაცვლად დღეს
არსებული 2%-ისა 0.5%-მდე
მცირდება.სებ-ის შეფასებით,
ცვლილებების შედეგად
შემცირდება ვალდებულების
ერთი ფინანსური
ორგანიზაციიდან მეორეში
გადატანის ხარჯი, რაც ხელს
შეუწყობს ფინანსურ
ორგანიზაციებს შორის
კონკურენციის
გაძლიერებასა და
მომხმარებლებისთვის მეტად
ხელსაყრელი პირობების
შეთავაზებას.ცვლილებები
„დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ კანონში2025 წლის
1-ელი მაისიდან წარმოშობილ
განაცემზე საპენსიო
შენატანების
განხორციელებას
დამსაქმებელი შეძლებს
მხოლოდ შემოსავლების
სამსახურის საშემოსავლო
დეკლარაციის
მეშვეობით.ამასთან, 2025 წლის
1-ელი მაისიდან საპენსიო
სქემაში, ნებაყოფლობით
ან/და ხელახლა
გაწევრებისთვის
დასაქმებულმა/თვითდასაქმებულმა,
დამსაქმებლის ნაცვლად,
უნდა მიმართოს
საქართველოს საპენსიო
ფონდს ან იუსტიციის სახლის
ნებისმიერ ფილიალს.გარდა
ამისა, 1-ელი მაისიდან
დამსაქმებლებს საპენსიო
შენატანის ვალდებულების
დარღვევაზე ფულადი
სანქციები
დაეკისრებათ.კერძოდ,
საპენსიო ფონდი
უფლებამოსილია
დამსაქმებლის მიერ
საპენსიო შენატანის
ვალდებულების არაჯეროვანი
შესრულების ან/და საპენსიო
შენატანის ზედმეტად
განხორციელების ფაქტის
გამოვლენის მიზნით,
განახორციელოს
დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური
და არაგეგმური
მონიტორინგი.საპენსიო
სააგენტო განმარტავს,
მიმდინარე წლის 1-ელი
მაისიდან დამსაქმებლის
მიერ საპენსიო შენატანის
განხორციელების
ვალდებულების დარღვევა
გამოიწვევს დაჯარიმებას 500
ლარის ოდენობით; იგივე
ქმედება ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს
დამსაქმებლის დაჯარიმებას
1000 ლარით.საერთაშორისო
საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვის ნებართვის
აღება სავალდებულო ხდება2025
წლის 1-ელი მაისიდან
საერთაშორისო
საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვის ნებართვის
აღება სავალდებულო ხდება,
ნებისმიერი სახის
საერთაშორისო
საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვის
განხორციელებისთვის. ამის
შესახებ ინფორმაციას
სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტო
ავრცელებს.მათივე ცნობით,
ნებართვა გაიცემა 3 წლის
ვადით, რაც ხელს შეუწყობს
ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების შესრულებას
და საერთაშორისო
საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვის პროცესის
განვითარებას.სააგენტოს
ცნობითვე, აღნიშნული
ნებართვის მიღება
შესაძლებელია იუსტიციის
სახლებში.