„ეს აქციები და მთლიანად
ოპოზიციის გეგმა არაფერია
თუ არა რამდენიმე ასეული
ემოციურად დაზიანებული
ადამიანის ყალბი
პროტესტი…“, – ამის შესახებ
„ქართული ოცნების“
დეპუტატი, ნინო წილოსანი
წერს სოციალურ ქსელში,
რითაც ხელახალი
არჩევნების მოთხოვნით
თბილისში, ჭავჭავაძის
გამზირზე ოპოზიციური
პოლიტიკური ნაწილის
ორგანიზებით გამართულ
საპროტესტო აქციას
ეხმაურება.„ორი კარვით
კეტავდე ქუჩებს , სახლში
უვარდებოდე და საღებავს
სახეში ასხამდე
ადამიანებს, ტერორისა და
აპოკალიფსის შიშში
აცხოვრებდე საკუთარ
მოქალაქეებს, უფრო ფართო
ჭრილში – კი აზიანებდე
ქვეყანას და მოითხოვდე
ევროინტეგრაციის
შეჩერებას, ეს მხოლოდ
საბოლოოდ დამარცხებული და
განადგურებული
პოლიტიკოსების არჩევანია.
რამდენადაც უცნაური
კომპოზიცია არ უნდა იყოს,
ბოროტებისა და უგუნურების
გაერთიანებას წარმოადგენს
ჩვენი ოპოზიცია“, – წერს
ნინო წილოსანი.