პროკურატურაში
გამოკითხვისა და ბათუმის
შერატონში მომხდარ
დაპირისპირებაზე, ცოტა
ხნის წინ, ბრიფინგზე
ისაუბრა გიორგი გახარიამ.
გახარია ადასტურებს, რომ
მან ესროლა ჭიქა დიმიტრი
სამხარაძეს, თუმცა მისივე
მტკიცებით, ეს იყო საპასუხო
რეაქცია."მე მქონდა რეაქცია
იმ ორგანიზებულ
თავდასხმაზე, რომელიც
სხვადასხვა ფორმით
მიმდინარეობდა,
სიტყვიერად და ა.შ. და ეს
რეაქცია გამოიხატებოდა
ქაღალდის ჭიქით ყავის
შესხმით თუ ამ ჭიქის
სროლით. დიახ, ეს მე
გავაკეთე", - ამბობს გიორგი
გახარია.