ჩვენს ოპონენტებს ძალიან
აწუხებთ მაღალი
ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი
ექსპერტი აცხადებდა, რომ
ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა
ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ,
როდესაც გვაქვს
სტანდარტული მაჩვენებელი
ამ კუთხით, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ გადაცემა
„იმედის
კვირაში“.მთავრობის
მეთაურის თქმით, ამ
კამპანიებმა თავისი
შედეგი ვერ გამოიღო.„ჩვენს
ოპონენტებს ძალიან
აწუხებთ მაღალი
ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი
ექსპერტი აცხადებდა, რომ
ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა
ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ,
როდესაც გვაქვს
სტანდარტული მაჩვენებელი
ამ კუთხით. ისინი
აცხადებდნენ, რომ ლარის
კურსი მარტში მიაღწევდა
3,1-ს, და ჩვენ სტაბილურად
ვინარჩუნებთ ლარის კურსს
2,72-ის ფარგლებში.
ეკონომიკურ ზრდაზე
ამბობდნენ, რომ გვექნებოდა
მინუსი და აქამდე
მაჩვენებელი არის 9,8%. ამ
კამპანიებმა თავისი
შედეგი ვერ გამოიღო“, -
განაცხადა პრემიერმა.