ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს - იმედია, შემდეგ ანგარიშში ეს სათანადოდ იქნება შეფასებული - არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე

Primetime.ge 2 თვის წინ 27
ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს - იმედია, შემდეგ ანგარიშში ეს სათანადოდ იქნება შეფასებული - არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ანგარიშის მიხედვით, მედია გარემო მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებულია.გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციური არხები მიზანმიმართულად ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც, ისინი არღვევენ კანონმდებლობას და წინასაარჩევნო პერიოდში უთანასწორო მედია გარემოს ქმნიან.„შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედია გარემო საქართველოში არის მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებული. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის პარტიული არხები მიზანმიმართულად, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც აღნიშნული არხები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას და წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს, რის შედეგადაც, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში უკვე 5 საათზე მეტი სარეკლამო დრო დაკარგა და მოგვადგა გამოუსწორებელი ზიანი. ჩვენ ოდირის სადამკვირვებლო მისიას გადავეცით აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ, შუალედურ ანგარიშში არ შეფასებულა, მაგრამ იმედია, რომ შემდეგ ანგარიშში სათანადოდ იქნება აღნიშნულიც და შეფასებულიც“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშზე ისაუბრა.
სრულად წაიკითხეთ სტატია