ევროსაბჭოს გენერალური
მდივანი ოპოზიციის
ნაწილთან შეხვედრებს
მმართველ გუნდში
გამოეხმაურნენ. რატი
იონათამიშვილის
შეფასებით, შეხვედრასთან
დაკავშირებით, ოპოზიციის
შეფასებებით კიდევ ერთხელ
აჩვენებს მათ რადიკალურ
დღის წესრიგს."ოპოზიციის
ნაწილი საერთოდ დაემალა ამ
შეხვედრას. ვინც ამ
შეხვედრაზე მივიდა,
საკმაოდ სასოწარკვეთილი
ჩანს. მათ დაიმსახურეს
ორივე მდგომარეობა, რომ
იყვნენ დამალულები და
სასოწარკვეთილები და
შეფასებების ნაწილში, მათ
კიდევ ერთხელ დაგვანახეს,
რომ სინამდვილეში, ამ
ადამიანებს არც ევროპა
აინტერესებთ და არც -
ევროპული ღირებულებები,
ყველაფერს საზღვრავენ
მხოლოდ იმით, ვის შეუძლია
მათ რადიკალურ დღის
წესრიგზე გარკვეული
გავლენის მოხდენა და ვის
არა, და მხოლოდ ამის
მიხედვით აფასებენ, რაც
კიდევ ერთხელ
მიგვანიშნებს, რომ ეს არის
ადგილობრივი აგენტურა,
რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ
ჩვენი ქვეყნის დაზიანება
გაუხდია მიზნად, მაგრამ,
საბოლოო ჯამში, დღითიდღე
მხოლოდ საკუთარ თავებს
აზიანებენ.ცხადია,
ლეგიტიმაციაზე საუბარი
საერთოდ აღარ არის.
არჩევნებმა და ქართველმა
ხალხმა მიანიჭა
ლეგიტიმაცია ჩვენს
ხელისუფლებას და ისიც
ვიცით, რომ ეუთო/ოდირის
წინასწარი და შუალედური
შეფასებები არის
პოზიტიური და ნამდვილად
არასახარბიელო რადიკალური
ოპოზიციისათვის," -
აცხადებს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე რატი
იონათამიშვილი.ევროსაბჭოს
გენერალური მდივანი
ოპოზიციასთან შეხვედრებს
განაგრძობს. ალენ ბერსე
"ერთიანობა ნაციონალური
მოძრაობის", "ძლიერ
საქართველოსა" და გახარიას
გუნდის წევრებს შეხვდა.
ევროსაბჭოს გენმდივანთან
მისვლას არ აპირებენ
კოალიცია "ცვლილებისთვის"
წევრები. ნიკა გვარამია და
მისი თანაგუნდელები
აცხადებენ, რომ ალენ ბერსეს
ვიზიტი "ქართულ ოცნებას"
ეხმარება, შექმნას
ბუნდოვანება საგარეო
პოლიტიკურ მისწრაფებებთან
და ლეგიტიმურობის
აღიარებასთან
დაკავშირებით.