საკანონმდებლო ორგანოსთან
ვითარება უცვლელია,
ადგილზე საპროტესტო აქცია
გრძელდება. ცოტა ხნის წინ,
შეკრებილ დემონსტრანტებს
ოპოზიციონერმა
პოლიტიკოსებმა
მიმართეს.განცხადება
„ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის“ ერთ-ერთმა
ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და
ასევე, "ძლიერი
საქართველოს" ლიდერებმა
გააკეთეს. მათი თქმით,
დღესვე შეიქმნება
სპეციალური,
საერთო-საკოორდინაციო
შტაბი და ხვალიდან
მოქალაქეებს ყოველდღიურ
რეჟიმში მიეწოდებათ
დამატებითი ინფორმაცია, თუ
როგორი იქნება მათი
სტრატეგია და როგორ
გაგრძელდება პროტესტი.
მათივე თქმით, გეგმა ამ
ეტაპზე, არის ეროვნული
წინააღმდეგობა და
დაუმორჩილებლობა.