,,ერთადერთი ლეგიტიმაციის
წყარო საქართველოში
ჩატარებული
არჩევნებისთვის, არის
ქართველი ხალხი," - ამის
შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერის
კაბინეტის უფროსმა,
ვახტანგ ჩოჩიამ
განაცხადა.მისი შეფასებით,
ოპოზიციის არჩევნებში
მონაწილეობა/არ
მონაწილეობის საკითხი
დიდად არაფერს
შეცვლის."ერთი ნაწილი
დესტრუქციული ოპოზიციის,
კატეგორიულად გმობს
არჩევნებში მონაწილეობას
და მოღალატეებს უწოდებს იმ
ოპოზიციის მეორე ნაწილს,
რომელიც ფიქრობს, რომ
არჩევნებში მონაწილეობა
უნდა მიიღოს, თუმცა ფართო
სურათში ცხადია, მათ მიერ
მიღებული გადაწყვეტილება -
მონაწილეობა/არ
მონაწილეობასთან
დაკავშირებით, არაფერს არ
ცვლის, იქიდან გამომდინარე,
რომ ისინი უბრალოდ
ლეგიტიმაციას ვერც
მიანიჭებენ და ვერც
გამოაცლიან არჩევნებს.
ერთადერთი ლეგიტიმაციის
წყარო საქართველოში
ჩატარებული
არჩევნებისთვის, არის
ქართველი ხალხი," -
განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.