„ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს“ - ირაკლი ქადაგიშვილი

Primetime.ge 13 საათი წინ 4
„ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს“ - ირაკლი ქადაგიშვილი
"მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის"- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.როგორ ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავად ჩაიყენა ამ რთულ ვითარებაში თავი."ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ მას დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - ეს ნიშნავს, რომ თურმე საქართველოში არჩევნები, კონსტიტუცია და დემოკრატია მუშაობს და მათი ეს ყოვლად დაუსაბუთებელი არჩევნების შედეგების ბოიკოტი სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მათ.მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს. მაგრამ ეს ბოიკოტის რეჟიმი, საბოლოო ჯამში, იწვევს მათ სრულ მარგინალიზაციას. მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი კი აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რადგან, მისი თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად მოიგებს."რადიკალებში არის დაქსაქსულობა, თვითონაც ვერ არიან გარკვეულები რა უნდათ. ელოდებიან პატრონების დავალებას, ვინც მათ აფინანსებს. ჩვენი საზოგადოებისათვის ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ დამაჯერებლად, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიპოვებთ გამარჯვებას, ისეთ გამარჯვებას, როგორიც ეკადრება ჩვენს ხალხს, ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს და ამ განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია