ოპოზიცია სრულიად
დეზორიენტირებულია და რა
დავალებაც არ უნდა მიიღონ,
ცუდსა და უარესს შორის აქვთ
არჩევანი, - განაცხადა
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილმა.მისი
თქმით, ეს მათივე
წინდაუხედავი ქცევის
შედეგია.„რა თქმა უნდა,
ასეთ ვითარებაში შიდა
დაპირისპირება ყოველთვის
აპოგეას აღწევს ხოლმე. ეს
არის მათი წინდაუხედავი და
ბრმა პოლიტიკური ქცევის
შედეგი. აქედან
გამომდინარე, ყველა
პასუხისმგებლობა მათზეა.
ჩვენ ამ არჩევნებთან
დაკავშირებით ჩვენი
გეგმები გვაქვს“, -
აცხადებს ქადაგიშვილი.