ოპოზიცია საზოგადოებას
შემდგომ ნაბიჯებს საღამოს
19:00 საათზე გააცნობს.
მანამდე, მელიქიშვილის
გამზირზე საპროტესტო
აქცია გრძელდება. პარტიები
მხარდამჭერებს მოუწოდებენ
დემონსტრაციას სწორედ აქ
შეუერთდნენ.თბილისის
ცენტრალურ ნაწილში, დილის
შემდეგ, სიმშვიდეა. სურათი
უცვლელია - პოლიცია და
დემონსტრანტები
ერთმანეთის პირისპირ
დგანან. გზა ისევ
გადაკეტილია."ერთიანობა-
ნაციონალური მოძრაობის"
წევრის, ხატია დეკანოიძის
განცხადებით, ქუჩა არის
ადგილი, სადაც ადამიანებს
შეუძლიათ დაიცვან
თავიანთი უფლებები"ეს არის
რეჟიმის სახე - იმოქმედოს
ყველგან, აქციაზე
ადამიანები დააშინოს,
ვიღაცები დააკავოს, შემდეგ
სასამართლოში დაიბაროს,
შემდეგ აქტივისტები და
ახალგაზრდები დააკავოს.
ჩვენი ერთადერთი სათქმელი
და დასაცავი არის ქუჩა,
სადაც უნდა დავიცვათ ჩვენი
უფლებები",- განაცხადა
ხატია დეკანოიძემ.