ოპოზიცია თავისი ენჯეოებით დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ მარტომ ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და შესაბამის ძალებს ხელიდან გამოვგლიჯეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 დღის წინ 4
ოპოზიცია თავისი ენჯეოებით დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ მარტომ ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და შესაბამის ძალებს ხელიდან გამოვგლიჯეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე
„ჩვენი ოპონენტები აწარმოებდნენ კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მუშაობა 12 პუნქტზე. ვინ არ შემოვიდა პროცესში?-ოპოზიცია და ენჯეოები არ შეუერთდნენ ამ პროცესს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ. ენჯეოებმაც უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე. ჩვენ მარტომ ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და მარტომ მოვიპოვეთ, გამოვგლიჯეთ ხელიდან შესაბამის ძალებს კანდიდატის სტატუსი“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.პრემიერმა  ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე უპირისპირდებოდნენ ამ პროცესს.„რეალურად ჩვენი კურსი არის ძალიან მკაფიო. 2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსს. ამისთვის შეიქმნა სამუშაო პროცესი, წარვადგინეთ 5 ათას გვერდიანი დოკუმენტაცია, რის მომზადებაშიც ჩვენი საჯარო მოსამსახურეები იყვნენ ჩართული როგორც მთავრობიდან, ისე პარლამენტიდან, სხვა სტრუქტურებიდან  და ივნისში გვეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ იგივე პერიოდში ენჯეოები დაუპირისპირდნენ ამ პროცესს. ისინი ამბობდნენ, რომ არა სახელმწიფოს, არამედ ენჯეოებს უნდა შეევსოთ ეს განაცხადი. ოპოზიცია თავიდან ბოლომდე უპირისპირდებოდა ამ პროცესს. მაშინ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი ენჯეოს წარმომადგენელი, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, ვგულისხმობ სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. ჩვენი ოპონენტები პირდაპირ აწარმოებდნენ კამპანიას საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ, თუმცა გაღიზიანება არ მახსოვს მაინც და მაინც კონკრეტული ძალების მხრიდან ამასთან დაკავშირებით. ჩვენი ოპონენტები აწარმოებდნენ კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ივნისში გვეთქვა უარი. არავითარი განმარტება არ მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ადამიანებმა, რომლებიც იბრალებენ პროქართულობას, გადადგეს ყველაზე ანტიქართული ნაბიჯი და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე“-აღნიშნა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია და ენჯეო სექტორი არცერთ სამუშაო ჯგუფში არ იღებდა მონაწილეობას. მისივე თქმით, ბოიკოტი გამოუცხადეს იმ პროცესს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყონ ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ხოლო ოპოზიცია ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს.„ამის შემდეგ წელიწად-ნახევარი გაგრძელდა ეს პროცესი. წარმოგვიდგინეს 12 პუნქტი. ჩვენ მაშინვე, მყისიერად დავიწყეთ მუშაობა 12 პუნქტზე. ვინ არ შემოვიდა პროცესში?- ეს იყო ოპოზიცია. ოპოზიცია და ენჯეოები არ შეუერთდნენ ამ პროცესს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ბოიკოტი გამოუცხადეს იმ პროცესს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. აქაც ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მოქმედებდა ამ მიზნით, რასაც ჰქვია საქართველოს წინსვლა ევროპული მიმართულებით და პირდაპირ, ღიად და უხეშად ოპოზიცია თავისი ენჯეოებით დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის პროცესს. ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ. ამ კამპანიას მხარდაჭერა ჰქონდა მათი მედია საშუალებების, ენჯეოების მხრიდან და ა.შ. ენჯეოებმაც უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე. ჩვენ მარტომ ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და მარტომ მოვიპოვეთ, გამოვგლიჯეთ ხელიდან შესაბამის ძალებს კანდიდატის სტატუსი.  ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი და აქაც ზუსტად იგივე. არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს არაფერი, არც კანდიდატის სტატუსი, არც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვითხოვთ ამას. ვისი კურსია პროევროპული და ვისი არის ანტიევროპული, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ჩვენი ოპონენტები ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებენ. ერთი სიტყვა ვერ დავაცდევინეთ ვერც ოპოზიციას, ვერც ენჯეოებს, ვერც სალომე ზურაბიშვილს შარშან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და მათი შესაბამისი განცხადებების გარეშე მაინც მოვიპოვეთ ეს სტატუსი. მოგვიანებით იგივე პროცესი გაგრძელდა. საქართველოში ერთადერთი სუბიექტი ვინც არის პროევროპული, არის სწორედ ხელისუფლება. ყველა დანარჩენი სამი წელია აწარმოებს კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც უბრალოდ ხელის გულზე დევს. ისინი ამბობდნენ, რომ არ უნდა მოგვენიჭოს, არ უნდა გაიხსნას. ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მოგვენიჭოს, უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის ელემენტარული ლოგიკის და წაკითხულის და მოსმენილის გააზრების საქმე“.-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია