ოპერის თეატრის უარი პაატა ბურჭულაძეს

News.ge 1 კვირა წინ 38
ოპერის თეატრის უარი პაატა ბურჭულაძეს

ოპერის მომღერალს პაატა ბურჭულაძეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა საიუბილეო საღამოს ჩატარებაზე უარი უთხრა.
თეონა ჯორბენაძე, ფონდის “იავნანა” ხელმძღვანელი:
“12 თებერვალს მსოფლიო საოპერო ისტორიის უდიდეს არტისტს, რომელიც 72-ე დღეა უწყვეტად და დაუღალავად დგას რუსთაველზე, 70 წელი უსრულდება.
არ დასთანხმდა არც ერთ შეთავაზებას იუბილე აღინიშნა წითელი ხალიჩებით რომელიმე პრესტიჟულ საერთაშორისო სცენაზე, აქციას ვერ გავაცდენო და დარჩა საქართველოში.
წინასწარი მილოცვები უკვე გამოგზავნეს თეატრებმა, მის კოლეგებს საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი ჰქონდათ და თბილისის ოპერის თეატრს საიუბილეო საღამოს გამართვის შესახებ ჯერ კიდევ 2024 წლის 30 მაისს მივწერეთ, სამწუხაროდ, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ეგ არაფერი, საღამოს კაბებს და ბროლის ჭაღებს როგორმე შეველევით, დათბილულ ქურთუკებში შეიძლება უფრო ლამაზებიც კი ვიყოთ, რადგან გვექნება მთავარი – ერთმანეთისთვის თანაგრძნობის გაზიარებისა და სიხარულის მინიჭების სურვილი.”
ნინო ჟვანია, მუსიკოსი:
“მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრები პაატა ბურჭულაძის 70 წლის იუბილეს ჩატარებისთვის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ხოლო ბატონმა პაატამ ყველა უარით გაისტუმრა (70 წელს ჩემს სამშობლოში უნდა შევხვდეო), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა დარბაზი არ გამოუყო ყველა დროის უდიდეს ქართველ მომღერალს.
ახლა ვის ეკონცერტება, მაგრამ 2024 წლის 30 მაისს მიმართა თეატრს თეონა ჯორბენაძემ საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზის გამოყოფის მიზნით და პასუხი არ მიუღია…
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რას წარმოადგენს პაატა ბურჭულაძე ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ თავად გადავუხადოთ მას იუბილე და გადავუხადოთ დღეისთვის აქტუალურ სტილში!
გელით 12 თებერვალს ფილარმონიასთან. ერთად გავემართოთ რუსთაველისკენ, ოღონდ გზად ოპერის წინ შევჩერდეთ და მუსიკასაც დავუთმოთ ადგილი! საოცარი პერფორმანსი გელით!
მახსოვს რა გრანდიოზული კონცერტი ჩატარდა დიდი მაესტროს 60 წლის იუბილეზე… ყველა მსურველი ვერ დაიტია სპორტის სასახლემ. ეს კიდევ უფრო გრანდიოზული და თან ყველასთვის მისაწვდომი იუბილე იქნება! ამიტომ, გელით ყველას, ვისაც გიყვართ ოპერა… გიყვართ მუსიკა… და გიყვართ სამშობლო!
პაატა ბურჭულაძე 70!”

სრულად წაიკითხეთ სტატია