2025 წელს საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები აბიტურიენტები
უნივერსიტეტებში ერთიანი
ეროვნული გამოცდების
გარეშე ჩაირიცხებიან და
სახელმწიფო მათი სწავლის
საფასურს გრანტის
მაქსიმალური ოდენობით
დააფინანსებს.საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
ჩარიცხვისა და
დაფინანსების მსურველთა
რეგისტრაცია 5
სექტემბრამდე
გაგრძელდება.აღსანიშნავია,
რომ ერთიანი ეროვნული
გამოცდების გარეშე
უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
ჩარიცხვის უფლება აქვთ
საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრებ
პირებს, რომლებიც ბოლო 2
წლის განმავლობაში
სწავლობდნენ და სრული
ზოგადი განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტი მიიღეს
ოკუპირებულ ტერიტორიაზე
არსებულ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში და
რომელთა სრული ზოგადი
განათლება აღიარებულია
საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით.დეტალური
ინფორმაცია წარსადგენი
დოკუმენტაციისა და
რეგისტრაციის პირობების
შესახებ შეგიძლიათ იხილოთ
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლებისა
და კულტურის სამინისტროს
და სამხრეთ ოსეთის
ადმინისტრაციის ოფიციალურ
ვებგვერდებზე:
https://soa.gov.ge/archives/8341ინფორმაციას
განათლების სამინისტრო
ავრცელებს.