ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა

Primetime.ge 15 საათი წინ 7
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა. ამიერიდან დღე-ღამეში ელექტროენერგია გამოირთვება 6 საათის განმავლობაში – ოთხი საათით დღის განმავლობაში, ორით კი, ღამით.„რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის დაზოგვის აუცილებლობის გამო, 9 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას“, – აღნიშნულია საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თხოვნით, რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყო.
სრულად წაიკითხეთ სტატია