ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო წერილს უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს

Primetime.ge 3 დღის წინ 2
ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო წერილს უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს
ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო წერილს უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გაგზავნას გულისხმობს.ამ თემაზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ; „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა; პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ და „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ.როგორც  „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა, მისიამ  უნდა შეისწავლოს საარჩევნო კანონდარღვევები და ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც „რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს“.„ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამისთვის, ერთობლივად მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციებიც უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში. დღეს ჩვენ დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს, ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს, რომ აამუშაოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული იქნა პირველად 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეუთო/ოდირმა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის კანონდარღვევებს, მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საშუალება ამ ქვეყანაში და მეორე – შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს. წერილს თან ახლავს საია-ს რეპორტი, სადაც ახსნილია ის ძალადობა, ის ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას, თუ როგორ გამოუცხადა ივანიშვილმა ომი ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, ისევე როგორც სძულდა სტალინს, შესაბამისად, ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა წარმოდგენილი, რომელიც სულ მალე იქნება ეუთო/ოდირის მეილებზე გაგზავნილი. ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას, ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს უწესდება სანქციები”, – თქვა გიორგი ბუტიკაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია