ოთხი ევროპარლამენტარი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

Primetime.ge 1 თვე წინ 60
ოთხი ევროპარლამენტარი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს
ევროპარლამენტის ოთხი დეპუტატი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს პარლამენტთაშორისი ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის თავმჯდომარე ნილ უშაკოვსი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის საქართველოს შესახებ მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე.„ჩვენ გმობთ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ოპოზიციის მიმართ გამძაფრებულ რეპრესიებსა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ  გადამეტებული ძალის გამოყენებას. ოპოზიციის წევრების დაპატიმრება და ოფისების ჩხრეკა ავტორიტარული რეჟიმების ინსტრუმენტების ნაწილია და მიუღებელია იმ ქვეყნისათვის, რომელსაც აქვს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვა. „ქართული ოცნება” უშუალოდაა პასუხისმგებელია ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროპული გზიდან დრამატულ გადახვევაზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნებას. მთელ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები კანონიერი გამოხატულებაა ფართოდ გავრცელებული შეშფოთებისა საქართველოს მომავლის შესახებ მოქმედი ხელმძღვანელობის პირობებში.ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, შემოიღონ პერსონალური სანქციები იმ პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო დარღვევებსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებზე. აგრეთვე, გვსურს, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ჩვენი მოთხოვნა მიზნობრივი სანქციების შემოღებაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც საბოლოო ჯამში პოლიტიკურად პასუხისმგებელია რეპრესიების ტალღასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. საქართველოს სჭირდება გაყალბებული არჩევნების ხელახლა ჩატარება, რომელიც გაიმართება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, მკაცრი საერთაშორისო დაკვირვებით, რაც უზრუნველყოფს ნამდვილად სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს.ჩვენ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსადმი, რომელიც რჩება დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე დამცველად. ევროპარლამენტი მხარში უდგას საქართველოს მამაც ხალხსა და მათ ევროპული მომავლისა არჩევანს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია