ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) 7 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების „გაცხადებული განზრახვის“ გამო, არ მოიწვიოს არჩევნების სადამკვირვებლო მისია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, დააკვირდეს 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში.
განცხადებაში ოდირმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის, ასევე შემზღუდავი კანონმდებლობის, მომიტინგეების დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებების გამო.