ნუკა ორჯონიკიძემ “რუსთავი 2” პროტესტის ნიშნად დატოვა

News.ge 2 კვირის წინ 12
ნუკა ორჯონიკიძემ “რუსთავი 2” პროტესტის ნიშნად დატოვა

“პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ ტელევიზია, “რუსთავი 2”,  გადაცემა “შუა დღის” მთავარმა პროდიუსერმა, ნუკა ორჯონიკიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

შეგახსენებთ, “რუს­თა­ვი 2” გუშინ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­მა ანა კო­შა­ძემ და ვახო კან­დე­ლაკ­მა გუშინ და­ტო­ვეს.

ანა კო­შა­ძე დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო, ხოლო ვახო კან­დე­ლა­კი შუ­ა­დღის გა­და­ცე­მის.

გუშინ ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პროპაგანდისტული ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი” და­ტო­ვა ჟურ­ნა­ლის­ტმა ლე­ვან მორ­ჩი­აშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ხელისუფლების ტიტუშკების სამიზნე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან.  7 დე­კემ­ბერს ორგანიზებული ჯგუფი პირ­და­პირ ეთერ­ში თავს დაესხა “ტვ პირ­ვე­ლის” ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს. გიორგი შეწირული და მაკა ჩიხლაძე მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკაში არიან.

“ხარებას” რაზმი თავს დაესხა “ფორმულას” ჟურნალისტს გურამ როგავას – ის ამ დრომდე რეაბილიტაციას გადის.

სრულად წაიკითხეთ სტატია