პასიური კოორდინაცია
არაფერს შეცვლის, მხოლოდ
საერთო მოქმედება მოიტანს
ცვლილებას და გამარჯვებას,
– ამის შესახებ „სტრატეგია
აღმაშენებლის“ წევრი
პაატა მანჯგალაძე
აცხადებს.„ნუ დაველოდებით
ლიდერის გამოჩენას –
ჩვენვე უნდა გავხდეთ
ცვლილების ლიდერი! არ
დაიჯერო, რომ რეჟიმი
ურღვევია! – მისი ძალა
ჩვენს შიშზეა აგებული. ნუ
გაჩუმდები, როცა სიმართლე
იცი! – დუმილი ბოროტებას
აძლიერებს. ნუ დაელოდები
სხვას! – თავისუფლება
თავისით არ მოვა, ჩვენ უნდა
მოვიპოვოთ! და ბოლოს – არ
იყო მონა და ლაჩარი!ეს არის
პასუხი რიტორიკულ
კითხვაზე, გვეშველება რამე?
კი, თუ ამ წესებს ყველა
დავიცავთ!“ , – აცხადებს
პაატა მანჯგალაძე.პაატა
მანჯგალაძის განცხადებას
„სტრატეგია
აღმაშენებლის“
პრესსამსახური ავრცელებს.