"ნომრის ასე დაკარგვა გარკვეულწილად, პარტიის სახის ჩამოშლასაც ნიშნავს, 5 ნომერი არ იყო უბრალოდ საარჩევნო ნომერი" - ირაკლი ქადაგიშვილი

Primetime.ge 8 საათი წინ 3
"ნომრის ასე დაკარგვა გარკვეულწილად, პარტიის სახის ჩამოშლასაც ნიშნავს, 5 ნომერი არ იყო უბრალოდ საარჩევნო ნომერი" - ირაკლი ქადაგიშვილი
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ახალმა" საარჩევნო ნომრები დაკარგეს. მათ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოსთვის არ მიუმართავთ, რის გამოც, მათი ნომრები, წილისყრის შედეგად- სხვა პარტიებს გადაეცათ. საარჩევნო ნომერი 5- ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად, "ჩვენი გაერთიანებული საქართველო"ს" ერგო, 4 კი "ახალის" ნაცვლად ""ქართველ ერთობას".ცესკოში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია. პროცედურა გაიარა ოპოზიციის მეორე ბანაკმა. "ლელომ" და გახარიას პარტიამ მარათონში მონაწილეობის უფლება უკვე ოფიციალურად მოიპოვეს. რეგისტრირებულია "გირჩი" და "პატრიოტთა ალიანსიც". გამარჯვებისთვის ემზადება სახელისუფლებო გუნდი.პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "ნომრის ასე დაკარგვა გარკვეულწილად, პარტიის სახის ჩამოშლასაც ნიშნავს":"5 ნომერი არ იყო უბრალოდ საარჩევნო ნომერი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, ეს არის ბრენდი, რომელიც ამომრჩეველში აიგივებდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. ამიტომ, ნომრის ასე დაკარგვა გარკვეულწილად, პარტიის სახის ჩამოშლასაც ნიშნავს, მით უმეტეს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" მთელი ამ 22-23 წლის განმავლობაში 5 ნომერი იყო მათი იდენტობის ერთგვარი მაჩვენებელი. ასე, რომ ისინი კარგავენ ამ იდენტობას ამომრჩევლის თვალში, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ რაც მოსდით, მოსდით სწორედ საკუთარი დესტრუქციული პოლიტიკური ქცევიდან გამომდინარე," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია