საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს,
საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
ინფორმაციით,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი
თონეთის საავტომობილო
გზაზე მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგა. აღნიშნულ გზაზე,
ლიპყინულის გამო დროებით
შეზღუდულია მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.