ნიღბებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს. მათ დაუსჯელობის განცდას სწორედ ეს ნიღაბი უქმნით - ვლადიმერ ბოჟაძე

Primetime.ge 2 კვირის წინ 24
ნიღბებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს. მათ დაუსჯელობის განცდას სწორედ ეს ნიღაბი უქმნით - ვლადიმერ ბოჟაძე
გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ ნიღბებით სახის დაფარვა. მისი თქმით, მოძალადე ჯგუფები ნიღბებით გაცილებით თამამად ჩადიან დანაშაულებს, რადგან მათი იდენტიფიცირება რთულია, ამიტომ, ამ კანონის მიღების აუცილებლობა დადგა.„სწორედ ნიღბების გაკეთებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს. მათ ეს ნიღაბი და შესაბამისი აღჭურვილობა აძლევთ იმის გარანტიას, რომ ან მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ან გაცილებით გვიან მოხდებს. დაუსჯელობის განცდას მათ სწორედ ეს ნიღაბი უქმნით, ამიტომ მომავალ კვირაში პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს კანონმდებლობას, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ექნება სურვილი რაიმე მშვიდობიანად გააპროტესტოს, ამის საშუალება ჰქონდეს და არავის მიეცეს საშუალება ნიღაბს ამოეფაროს და მოქალაქეებზე იძალადოს“, - განაცხადა ბოჟაძემ.მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ნიღბებით სახის დაფარვა.
სრულად წაიკითხეთ სტატია