ამდენი ხანია ცდილობენ
შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს
ასეთი უმსგავსობები
-აქტივიზმია. ყველაფერს
თავისი სახელი აქვს - ეს
არის დანაშაული და
სადისტური ქმედება! ყველამ
უნდა აგოს სათანადო
პასუხი,- წერს „ქართული
ოცნების“ დეპუტატი ნინო
წილოსანი ცესკო-ში მომხდარ
ფაქტზე, სადაც ცესკო-ს
თავმჯდომარეს, გიორგი
კალანდარიშვილს,
"ნაცმოძრაობის"
წარმომადგენელმა დავით
კირთაძემ საღებავი
შეასხა.მისივე თქმით, ეს
არის კაციჭამიების მორიგი
დანაშაულებრივი აქტი და
ადამიანის სისხლს
დანატრებული დაჯგუფების
ბედნიერი ჟივჟივი
სოციალურ ქსელებში. „
ცესკოს თავმჯდომარეს
საღებავი თვალებში
შეასხეს კაციჭამიების
მორიგი დანაშაულებრივი
აქტი და ადამიანის სისხლს
დანატრებული დაჯგუფების
ბედნიერი ჟივჟივი
სოციალურ ქსელებში ამდენი
ხანია ცდილობენ შეგვაგუონ
აზრს,რომ თითქოს ასეთი
უმსგავსობები -აქტივიზმია.
ყველაფერს თავისი სახელი
აქვს - ეს არის დანაშაული და
სადისტური ქმედება! ყველამ
უნდა აგოს სათანადო
პასუხი,“- წერს ნინო
წილოსანი.