პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
ნინო წილოსანმა 9 აპრილის
მემორიალთან მოწყობილ
პროვოკაციასთან
დაკავშირებით ისაუბრა,
სადაც აქციაზე შეკრებილი
მონაწილეები
მოქალაქეებსაც არ აძლევენ
მემორიალთან მისვლის
საშუალებას. როგორც
წილოსანი აღნიშნავს,
„როდესაც 9 აპრილის
მემორიალთან არ აძლევენ
საშუალებას ჩვეულებრივ
მოქალაქეებს მივიდნენ, არ
შეიძლება, ამ ადამიანებს 9
აპრილი
სტკიოდეთ“. სახედაკარგული
და სინდისგაყიდული
ადამიანები, მათ შორის,
რუსეთში მომღერალი ბანი და
ნაცების რეჟიმის ჯალათები
აპროტესტებენ ადამიანების
მსვლელობას 9 აპრილის
მემორიალთან და ამ დღეს
კიდევ ერთხელ იყენებენ
იმისთვის, რომ
დაპირისპირება და შუღლი
ჩამოაგდონ ჩვენს
საზოგადოებაში. მათი იქ
ყოფნა და ის აგრესია, რასაც
ისინი აფრქვევენ არაფრით
განსხვავდება რუსული
ტანკებისგან, რომელმაც 9
აპრილის უმძიმეს დღეს
გადაუარეს ქართველებს.
სწორედ ეს ადამიანები, ვინც
დღეს ამ უმსგავსობას
ჩადიან, თავიანთი
ბოროტებით და მავნებლური
მიზნებით ფეხქვეშ თელავენ
ამ ქვეყნის ინტერესებს და
ამ ქვეყნის
საზოგადოებას“-განაცხადა
ნინო წილოსანმა.