შეიძლება ოპოზიციამ
ოკუპაცია გაუკეთოს 9
აპრილის მონუმენტს, მაგრამ
ოკუპაციას ვერ გაუკეთებს
ამ ქვეყანას, - განაცხადა
გადაცემა „იმედი LIVE“-ში
საქართველოს პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა ნინო
წილოსანმა.„რაც 9 აპრილს
გააკეთეს, ანალიტიკის
უნარი რომ ჰქონდეთ,
მიხვდებოდნენ, რომ ეს
უზომოდ დამაზიანებელი იყო
მათი რაციონალური
გადმოსახედიდან. ჩვენთვის
გულსატკენი იყო, რომ
ადამიანებს არ მოგვეცა
საშუალება მივსულიყავით
და პატივი მიგვეგო
გარდაცვლილთა
სულებისთვის. 9 აპრილი არის
მთელი ერის ტრაგედია და
ყველას გვაქვს უფლება, რომ
ეს დღე ვიგლოვოთ. როდესაც
ამის საშუალებას არ
გაძლევენ, კარგად ჩანს მათი
სახე. მათ {ოპოზიციას]
შეუძლიათ ოკუპაცია
გაუკეთონ 9 აპრილის
მონუმენტს, მაგრამ ისინი
ოკუპაციას ვერ გაუკეთებენ
ამ ქვეყანას“, - აღნიშნა
ნინო წილოსანმა.9 აპრილს
საპროტესტო აქცია 9 აპრილის
მემორიალთან აგრესიითა და
პროვოკაციით
მიმდინარეობდა. აქციის
მონაწილეებმა მემორიალთან
მისვლის და გარდაცვლილთა
ხსოვნისთვის პატივის
მიგების საშუალება
უმრავლესობის
წარმომადგენლებს არ
მისცეს.