კრებსითი „ნაციონალური
მოძრაობის“ ოთხი
პარტიიდან ორის მხრიდან
მანდატების დათმობასთან
დაკავშირებით გაკეთებული
განაცხადი, ხოლო „ლელოს“ და
გახარიას დუმილი ამასთან
დაკავშირებით - აქაც
კონკრეტული მიზნობრიობა
არის ჩადებული, - განაცხადა
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა ნინო
წილოსანმა „დღის
ქრონიკაში“ საპარლამენტო
არჩევნებზე
ბარიერგადალახული
ოპოზიციური პარტიების
ნაბიჯების
შეფასებისას.„ეს არის გარე
პატრონების დაკვეთა და
ფაქტობრივად „ნაციონალური
მოძრაობის“ გარკვეული
რებრენდინგი.
„ნაციონალური მოძრაობა“
ჯერ შიგნიდან ორად დაყვეს -
ვითომ ძველი და ახალი
„ნაცები“ და იმედია, ეჭვი
არავის გვეპარება, რომ ერთი
სისტემის ნაწილები არიან.
„ახლების“ შემთხვევაში -
საარჩევნო, ფინანსური,
ყველანაირი რესურსი
„ნაციონალური
მოძრაობიდან“ გადაიტანეს
„ახალ ნაცებზე“.
გარკვეულწილად დავინახეთ
კიდეც, როგორ გაიყო
ხმები.მაგრამ ამავდროულად
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
„ნაციონალური მოძრაობის“
ამომრჩევლის ხმები ასევე
გადაიტანეს გახარიას და
„ლელოს“ კალათაში. ეს
პარტიები ყველანაირი
კვლევით და მთ შორის,
არჩევნების დღის
მონაცემებითაც ვერ
ლახავდნენ ბარიერს,
აღმოჩნდნენ უკვე
ბარიერგადალახულები.
მაგრამ ამ ეტაპზე არის ეს
ორი პარტია, რომელზეც გარე
პატრონები განსაკუთრებულ
აქცენტს აკეთებენ და დიდი
ალბათობით, მათ დაუკვეთენ
პარლამენტში შემოსვლას და
ძველ კონფიგურაციას
გადადებენ გვერდით“, -
განაცხადა ნინო წილოსანმა.