საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
ნინო წილოსანი აშშ-ის
მთავრობის ეფექტურობის
დეპარტამენტის მრჩევლის,
პოლიტიკოს რონ პოლის
ვიდეოს სოციალურ ქსელში
ეხმიანება.„ილონ მასკი
აზიარებს რონ პოლის, ყოფილი
კონგრესმენის ვიდეოს,
სადაც ის საუბრობს, რომ Usaid
არის ამერიკის მთავრობის
საკვანძო კომპონენტი,
რითიც ის ოპერირებს
მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხეში და რომ სწორედ ამ
ორგანიზაციის თანხები
იხარჯება სხვა ქვეყანაში
ჩრდილოვანი მთავრობების
ფორმირებაზე NGO სექტორის
სახით და ამასთანავე
ლეგიტიმურად არჩეული
მთავრობების შეცვლაზე
..„უკრაინიდან დაწყებული
საქართველოთი
გაგრძელებული, Usaid ერევა
უცხო ქვეყნების საშინაო
პოლიტიკასა და საქმეებში“ -
ეს არის ზუსტი ციტატა
ვიდეოდან, რომელსაც ილონ
მასკი აზიარებს და ამბობს,
რომ ძალიან საინტერესო იყო
ამის გაგება“, - წერს ნინო
წილოსანი.