ნინო წილოსანი: ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება საქართველოს ინტერესს, შესაბამისად, ვერ იქნება აღქმული, როგორც ობიექტური და სამართლიანი მოთხოვნა

Primetime.ge 8 საათი წინ 10
ნინო წილოსანი: ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება საქართველოს ინტერესს, შესაბამისად, ვერ იქნება აღქმული, როგორც ობიექტური და სამართლიანი მოთხოვნა
ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესს, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი. მისი თქმით, შესაბამისად, ევროკომისიის წერილი ვერ იქნება აღქმული, როგორც სამართლიანი და ობიექტური მოთხოვნა.„ამ მუქარის და შანტაჟის ავტორებისთვის კომფორტულია თუ ხელისუფლებაში იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთი მოთხოვნის შესაბამისად, ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოს ჩართავდა ომში. ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესს და ამ შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება აღქმული, როგორც ობიექტური და სამართლიანი მოთხოვნა“, - აცხადებს წილოსანი.ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.
სრულად წაიკითხეთ სტატია