ნინო წილოსანი ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე: გვიხარია, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი გადაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან

Primetime.ge 1 კვირა წინ 6
ნინო წილოსანი ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე: გვიხარია, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი გადაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან
 გვიხარია, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი გადაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე საუბრისას.„რა თქმა უნდა, 7 მილიარდზე მეტი ევროს გამომჟღავნება იმ მიმართულებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი დაფინანსებულიყო და ამავდროულად ქვეყნებში არეულობები, რევოლუციური სცენარები მოწყობილიყო, პირდაპირ კავშირშია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. გვიხარია, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი გადაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან. თუმცა, გრანტების კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ არა მხოლოდ რევოლუციური სცენარები იყო გადაზღვეული, არამედ ის მავნებლური იდეოლოგია, რომელსაც „ენჯეოები“ ახორციელებენ, მაგალითად, სიძულვილის გავრცელება, შუღლის ჩამოგდება და ასე შემდეგ, იყოს სამუდამოდ დასრულებული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან გაუმჭვირვალეა. სრული სურათი საკმაოდ დაბურულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია არც გამჭვირვალეა და არც სანდო, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლაიმა ანდრიკიენემ, რომელმაც ევროკავშირის აუდიტის დასკვნა მოამზადა.ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა.დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე სხვადასხვა სფეროში 2021 – 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა. დასკვნის თანახმად, დაუდგენელია თანხის ჩარიცხვის მიზნები, ასევე უცნობია, კონკრეტულად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას. ევროპარლამენტარ მონიკა ჰოლმაიერის განცხადებით კი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ დონეზე პროტესტებს უჭერდა მხარს, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია