ნინო წილოსანი- 9 აპრილი არის უმძიმესი, მაგრამ ამავდროულად უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიაში. ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა დაფიქრდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი უცხო ქვეყნის ინტერესის გატარებას არ შეეწიროს საქართველოს ინტერესი

Primetime.ge 1 კვირა წინ 4

 „9 აპრილი ეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, წლების შემდგომ, ამ დიდი ტრაგედიიდან საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა, ასევე უმნიშვნელოვანესი დღე არის ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიაში“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.  მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს, ყველა დაფიქრდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთად დგომა ქვეყნის ინტერესებისთვის.  „9 აპრილი ეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, წლების შემდგომ, ამ დიდი ტრაგედიიდან საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა, ასევე უმნიშვნელოვანესი დღე არის ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიაში. თავისთავად ამ დღეს, კიდევ ერთხელ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა დაფიქრდეს რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთად დგომა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი უცხო ქვეყნის ინტერესის გატარებას არ შეეწიროს საქართველოს ინტერესი“-განაცხადა ნინო წილოსანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია