ნინო ლაცაბიძე რუსთავში დადგმულ ქანდაკებაზე: მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს, დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ

Primetime.ge 1 კვირა წინ 24
ნინო ლაცაბიძე რუსთავში დადგმულ ქანდაკებაზე: მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს, დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ
მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ, - ამის შესახებ რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, სოციალურ ქსელში წერს.რუსთავის მერი ეხმიანება ქალაქში დადგმულ ქანდაკებასთან დაკავშირებით რუსთაველების ნეგატიურ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ აქამდე კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოს ნეგატივი არ გამოუწვევია, თუმცა, მერია ითვალისწინებს საზოგადოების ნეგატიურ შეფასებებს და ქანდაკებას აიღებენ. "მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ. ნეგატიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ. არაერთხელ გამოვაქვეყნეთ კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი." - წერს ნინო ლაცაბიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია