ნინო ლაპიაშვილი: მაკა ჩიხლაძის სიუჟეტს ვუყურე და გავოგნდი პატარა გოგონას უტიფრობის დონით. ხო, რა ვიცი, 21 წლიდან ვმუშაობ, 4 დიპლომი მაქვს, აქედან ერთი თსუ, ერთი ამერიკული აკრედიტაციის ევროპული უნივერსიტეტის…

News.ge 4 საათი წინ 2
ნინო ლაპიაშვილი: მაკა ჩიხლაძის სიუჟეტს ვუყურე და გავოგნდი პატარა გოგონას უტიფრობის დონით. ხო, რა ვიცი, 21 წლიდან ვმუშაობ, 4 დიპლომი მაქვს, აქედან ერთი თსუ, ერთი ამერიკული აკრედიტაციის ევროპული უნივერსიტეტის…
“მაკა ჩიხლაძის სიუჟეტს ვუყურე და გავოგნდი პატარა გოგონას უტიფრობის დონით.
ხო, რა ვიცი, 21 წლიდან ვმუშაობ, 4 დიპლომი მაქვს, აქედან ერთი თსუ, ერთი ამერიკული აკრედიტაციის ევროპული უნივერსიტეტის, ერთი ბრიტანული ჩივნინგი, ერთიც ევროპული. ამ ოთხი დიპლომიდან ერთი უნივერსიტეტი რასელს გრუფიდანაა ანუ ევროპის ათეულში შედის, მეორე – მსოფლიოს ტოპ ასეულში. ამ ოთხი დიპლომიდან 2 არის with Honors and with Excellence.
როცა საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, ტრეფიკინგის რეფორმა ჩავატარე -ს ნაწილში და საქართველო პირველად იმ წლის ბოლოს მსოფლიოს პირველ კალათაში გადავიდა.
უნივერსიტეტს შევუერთდი და 6 პროგრამა ავაწყე სამივე დონეზე (სამაგისტრო, სადოქტორო, საბაკალავრო), აქედან სამი ორმაგი ხარისხია და ჩემი ლიდერშიფის პერიოდში სრულად მდგრადი გახდა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი.
შარშან თსუ-ის ავტორიზაციის best practice-ში მოვხვდი საბაკალავრო პროგრამის შექმნისას ახალი სტანდარტის შექმნა-დანერგვის ნაწილში.
მილიონი მაინც არ მაქვს.
P.S. ჩემზე უფრო მაღალი მიღწევების ხალხია ჩემ სამეგობროში და ჩემ ძვირფას კოლეგებს შორის. აბა, იმათ უშრომიათ, თუ უშრომიათ, ჩემი ვორკაჰოლიზმი მოსატანიც არაა. არც იმათ აქვთ მილიონი.
P.S.S. ამიტომ, ჩინოვნიკების პატარა გოგონებო, კორუფციის ეჭვი სადმე თუ გაჩნდა, ნუ უტიფრობთ, – კითხვებს ან დამაჯერებლად და გულდასმით უპასუხეთ, ან გაქრით და სხვის ცოდვებს საჯაროდ და კმაყოფილებით მაინც ნუ შეიზელთ,” – წერს სოციალურ ქსელში თსუ-ის ლექტორი ნინო ლაპიაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია