სახელმწიფო ქონების 2024 წლის
პრივატიზაციის გეგმა 100%-ით
შესრულდა.ეკონომიკის
მინისტრის პირველი
მოადგილის, ნინო ენუქიძის
განცხადებით, სახელმწიფო
ბიუჯეტში მობილიზებული
თანხის მოცულობამ ჯამში 236 000
000 ლარს
გადააჭარბა.„წარმატებით
შესრულდა 2024 წლის
პრივატიზაციის გეგმა,
გასული წლის განმავლობაში
ეკონომიკის სამინისტროს
სახელმწიფო ქონების
ეროვნულმა სააგენტომ 1 400-ზე
მეტი ელექტრონული
აუქციონი გამოაცხადა,
პრივატიზებული ქონების
ოდენობამ კი ჯამში 600
ერთეულს გადააჭარბა.
აქტიური მუშაობა
სახელმწიფო ქონების
პრივატიზების კუთხით 2025
წელსაც გაგრძელდება და
ვეცდებით, რომ გეგმა კვლავ
ასი პროცენტით
შევასრულოთ“ - განაცხადა
ნინო ენუქიძემ.სახელმწიფო
ქონების პრივატიზების
პროცესი გამჭვირვალე და
ყველასთვის
ხელმისაწვდომია.
ნებისმიერ დაინტერესებულ
პირს შესაძლებლობა აქვს
ყოველგვარი ბიუროკრატიული
პროცედურების გარეშე
მონაწილეობა მიიღოს
მიმდინარე ელექტრონულ
აუქციონებში და მოკლე
დროში გახდეს სახელმწიფო
აქტივის მესაკუთრე.
დაჩქარებული
პრივატიზაციის პროცესს და
კერძო სექტორისთვის
სხვადასხვა,
საინვესტიციოდ მიმზიდველი
უძრავი ქონების
პროაქტიულად შეთავაზებას
სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო
აქტიურად
გააგრძელებს.ინფორმაციას
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.