ნიკოლოზ ხატიაშვილი: ასეთი სარაგბო ზეიმის ფუფუნება ბევრ დიდ ქვეყანას არ აქვს

News.ge 1 დღე წინ 8
ნიკოლოზ ხატიაშვილი: ასეთი სარაგბო ზეიმის ფუფუნება ბევრ დიდ ქვეყანას არ აქვს

11 იანვარს “შავი ლომი” “მიხეილ მესხზე” ტოპ 14-ის მეორე გუნდის, “ბაიონას” დამარცხებას და ჩელენჯ თასის ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმას ეცდება. თამაში 19:15 საათზე დაიწყება.
ჩვენი გუნდის გამოცდილი ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი იმედოვნებს, რომ შაბათის სარაგბო ზეიმს გულშემატკივარი მრავლად დაესწრება და ეს მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება:
“ბაიონა” უდიდესი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე გუნდია, თუმცა “შავი ლომისთვის” ტოპ 14-ის გუნდებთან თამაში სიახლე აღარაა. ჩელენჯ თასის პირველივე კვირაში სწორედ ტოპ 14-ის გუნდი “ვანი” დავამარცხეთ და რა თქმა უნდა, იგივე მოწოდებით ვართ “ბაიონასთანაც”. მიუხედავად
იმისა, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობა პრაქტიკულად იგივე მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ძალიან გაზრდილები ვართ. ახალგაზრდებმა ამ პერიოდში დიდი პროგრესი განიცადეს, ხოლო ვეტერანები მათ მაქსიმალურად ეხმარებიან.
ვფიქრობ, ამ გამოწვევისთვის მზად ვართ და აუცილებლად დაგვჭირდება გულშემატკივრების ჩართულობა. ასეთი სარაგბო ზეიმები ჩვენს ქვეყანაში ხშირი არაა და არც ბევრ დიდ ქვეყანას აქვს ამის ფუფუნება. ამიტომ, სულმოუთქმელად ველოდებით გულშემატკივარს “მიხეილ მესხის” სტადიონზე. ჩვენის მხრივ ვეცდებით ამ თამი ყველაფერი ჩავდოთ და მათი გულები გავახაროთ, მით უმეტეს ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც ჩვენს ქვეყანას უდგას”.
შეგახსენებთ, შარშან “შავი ლომი” ჩელენჯ თასზე ტოპ 14-ის ორ გუნდს – “კასტრს” და “კლერმონს” ეთამაშა, მიმდინარე სეზონის პირველ ტურში კი “ვანი” დაამარცხა (22:19) და “ბაიონასთან” მოგების შემთხვევაში, ფლეი ოფში პირველად გასვლის კარგი შანსი ექნება.
Rugby.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია