საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოში ვიზიტად
მყოფ გაერთიანებული
სამეფოს საგარეო,
თანამეგობრობისა და
განვითარების საქმეთა
სამინისტროს აღმოსავლეთ
ევროპისა და ცენტრალური
აზიის დეპარტამენტის
დირექტორს, ქრის ალანს
შეხვდა.პარლამენტის
პრესსამსახურის
ინფორმაციით, შეხვედრაზე
განიხილეს საქართველოსა
და დიდ ბრიტანეთს შორის
არსებული თანამშრომლობა
და საპარლამენტო დონეზე
ურთიერთობების
განვითარების
პერსპექტივები.ნიკოლოზ
სამხარაძემ ბრიტანელ
სტუმარს ქვეყნის საგარეო
პოლიტიკაზე, ევროკავშირში
ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ
აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში არსებულ
ვითარებაზე, შიდა
პოლიტიკასა და
წინასაარჩევნო პროცესებზე
მიაწოდა
ინფორმაცია.მხარეებმა,
ასევე, მიმოიხილეს
რეგიონული უსაფრთხოების
გარემო და არსებული
გამოწვევები.შეხვედრაში
მონაწილეობდნენ საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მარიამ ლაშხი და
საქართველოში
გაერთიანებული სამეფოს
ელჩი გარეტ უორდი.