ნიკოლოზ მჟავანაძე: არ იცით რა ედება ამ კაცს ბრალად, 7 კაცი დაიჭირეს. არ შეიძლება ყველას ერთნაირად მიუდგეს გამოძიება და ლაფში ამოსვაროთ ადამიანი

News.ge 1 საათი წინ 1
ნიკოლოზ მჟავანაძე: არ იცით რა ედება ამ კაცს ბრალად, 7 კაცი დაიჭირეს. არ შეიძლება ყველას ერთნაირად მიუდგეს გამოძიება და ლაფში ამოსვაროთ ადამიანი
“კაცობა მარტო ის არ არის შარვალი გეცვას, დღეს ეს ადამიანი თუ არის… არ მინდა ზედმეტი ვთქვა, არ მაქვს ამის უფლება მისი ოჯახისგან და ბატონი გიორგისგან. ყველაფერი გაირკვევა და თქვენ შეგრცხვებათ ხვალინდელი დღის, არ იცით ამ საქმეში რა დევს. არ იცით რა ედება ამ კაცს ბრალად, 7 კაცი დაიჭირეს. არ შეიძლება ყველას ერთნაირად მიუდგეს გამოძიება და ლაფში ამოსვაროთ ადამიანი. ცხვირმოუხოცავი ხალხი, რომლებიც ნაცმოძრაობის დროს ბოდიში და ვიღაცის საცვლებში იყავით გადამალულები, ცხვირი ვერ მოგიხოციათ თქვენ და ეს კაცი მაშინ უპირისპირდებოდა რეჟიმს და სააკაშვილს მისი დაპატიმრებაც ჰქონდა გადაწყვეტილი – გამზადებული იყო, უბრალოდ მოახერხა მან, რომ ეს პროცესი არ მისულიყო იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რომელიც უნდოდა სააკაშვილს. ყოველთვის იყო იმ სწორ სახელმწიფო პოლიტიკაზე… იყო კაცი და კაცად დარჩა და ის თუ რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, გაირკვევა… ის ფირმები, რომელთა სიაც ჩამოთვალეთ, საკუთარი ოფლით და საკუთარი შრომით აქვს მოპოვებული – არც არავინ დაუყაჩაღებია და არც სახელმწიფო თანამდებობები ეკავა, რომ რამე მოეპარა ვინმესთვის… პრორუსული ტელევიზიის მფლობელი, თურმე რა… ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც იბრძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. იმიტომ, რომ კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ სწორედ რუსეთში წყდება ცხინვალისა და სოხუმის ბედი… ერთადერთი ეს ტელევიზია ანათებს შუქურასავით, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს ამ ტელევიზიას საქართველოში, შეხედეთ ერთი რამდენი ადამიანი უყურებს ყოველდღიურად უყურებს და მერე შეხედეთ სხვა არხებს, რომლებსაც 50-ჯერ და 100-ჯერ მეტი დაფინანსება აქვთ. მე ვიქნები აქ, სანამ არ გამოგვთიშავენ” –  ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე სეზონი ტვ-ს ეთერში.
გიორგი კანდელაკი გუშინ, 6 სხვა პირთან ერთად დააკავეს. გამოძიების თანახმად, დაკავებულები წლების განმავლობაში კუსტარულად ამზადებდნენ უაქციზო ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტს. დღეს კანდელაკს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
სრულად წაიკითხეთ სტატია