ნიკოლოზ ვაშაკიძე: იმის და მიხედვით, თუ ამ ცხადი სურათის წინაშე როგორ მოიქცევიან პოლიტიკოსები და პარტიები, ნათლად გამოჩნდება ვინ, რა და ვის თამაშს თამაშობს

News.ge 3 თვის წინ 46
ნიკოლოზ ვაშაკიძე: იმის და მიხედვით, თუ ამ ცხადი სურათის წინაშე როგორ მოიქცევიან პოლიტიკოსები და პარტიები, ნათლად გამოჩნდება ვინ, რა და ვის თამაშს თამაშობს
“საკმარისია, ენმ, ნიკები და ხაზარაძე ერთიანი სიით ნეიტრალურ პლატფორმაზე არჩევნებზე გასვლაზე შეთანხმდნენ და უკვე უბრალო არითმეტიკული ჯამით გადიან პირველ ადგილზე. ამ არითმეტიკულ ჯამს სინერგიის ეფექტის პროცენტს და ბარიერის მიღმა დარჩენილი პარტიების ხმების უმრავლესობას თუ დავუმატებთ, ეს კოალიცია მყარად იღებს 50%-ზე მეტს და აყალიბებს მთავრობას. ცნობილია, რომ ამაზე ენმ თანახმა იქნება და ასეთი ნეიტრალური პლატფორმაც არსებობს, ანუ ამ ვარიანტის გამარჯვება ახლა მთლიანადაა დამოკიდებული ხაზარაძისა და მელია-გვარამიას ნებაზე.
თუ ეს არ მოხდა, რჩება ორი ვარიანტი: ან ივანიშვილის ოცნება ინარჩუნებს ხელისუფლებას, ან გახარია მოახდენს ოცნების დეპუტატების კრიტიკული რაოდენობის გადაბირებას და ახალი სახელწოდებით შექმნის მოდერნიზებულ, გაზავებულ ქოცურ ხელისუფლებას. ერთგვარ ქოცისტან-2-ს ადამიანური სახით.
პირველი ვარიანტი ნიშნავს ხელისუფლების ფუნდამენტურ ცვლილებას, მეორე არსებულის გახისტებას ტერორისა და სამოქალაქო ომის პერსპექტივით, ხოლო მესამე არსებული ხელისუფლების რბილ მოდერნიზაცია-ტრანსფორმაციას.
იმის და მიხედვით, თუ ამ ცხადი სურათის წინაშე როგორ მოიქცევიან პოლიტიკოსები და პარტიები, ნათლად გამოჩნდება ვინ, რა და ვის თამაშს თამაშობს,” – წერს სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტია “ევროპელი დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია