"ნაციონალური მოძრაობის"
წევრმა, ლევან სანიკიძემ
აშშ-სა და ევროკავშირს
შორის მიღწეული
საგადასახადო შეთანხმება
შეაფასა, რომელსაც
ევროკავშირის წევრი
ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი
მკაცრად აკრიტიკებს.
სანიკიძის თქმით,
ნებისმიერი სახელმწიფო
ცდილობს საკუთარი
ინტერესების
გატარებას.სანიკიძე
დარწმუნებულია, რომ აშშ
გაითვალისწინებს იმ
თხოვნას და იმ პირობებს,
რომლებიც ევროპელი
პარტნიორებისგან არსებობს
და ეს შესაბამის
შეთანხმებაში
აისახება."ნებისმიერი
სახელმწიფო ცდილობს
საკუთარ ინტერესების
გატარებას, უბრალოდ,
პარტნიორობა მიზნად
ისახავს იმას, რომ ორივე
მხარის ინტერესები იყოს
ასახული. ევროპელმა ჩვენმა
პარტნიორებმა განაცხადეს,
რომ მათ ინტერესების უკეთ
ასახვაა საჭირო.
შესაბამისად, მე
დარწმუნებული ვარ, რომ აშშ
გაითვალისწინებს იმ
თხოვნას და იმ პირობებს,
რომლებიც ევროპელი
პარტნიორებისგან
არსებობს. დარწმუნებული
ვარ, რომ გერმანიის
კანცლერის და აშშ-ის თეთრ
სახლს შორის არსებობს იმ
სახის ეფექტური
კომუნიკაცია, რომელშიც ის
შენიშვნები, რომელზეც
ბატონი მერცი აპელირებს
ასახული იქნება შესაბამის
შეთანხმებაში", - განაცხადა
ლევან სანიკიძემ.