პოლიციელებს და
ჯარისკაცებს ხელფასი 3
წელიწადში 45%-ით, ხოლო
საჯარო მოხელეების - 30%-ით
გაიზარდა. ამის შესახებ 2025
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
რედაქტირებად ვარიანტშია
აღნიშნული.„ჯარისკაცებისა
და პოლიციელების
ხელფასების ზრდა ბოლო 3
წლიან პერიოდში
განხორციელდა 45%-ით. გარდა
ჯარისკაცებისა და
პოლიციელებისა, 2021 წელს
განხორციელებული
საკანონმდებლო
ცვლილებების საფუძველზე,
მთლიანად საჯარო სექტორში
დასაქმებულთათვის დაიწყო
ხელფასების მოწესრიგება.
ბოლო 3 წლიან პერიოდში
საჯარო სექტორში
დასაქმებულთა ხელფასი 30%-ზე
მეტით
გაიზარდა.განათლების და
მეცნიერების მიმართულებით
(საბავშვო ბაღების
დაფინანსების ჩათვლით)
დაფინანსება გაზრდილია 1
მილიარდ 400 მილიონ ლარზე
მეტით (ჯამურად გაზრდილი
ბიუჯეტის 20%) და 2024 წელს ამ
სფეროს დაფინანსება 3
მილიარდ 300 მილიონ ლარს
გადააჭარბებს (ზრდა 65%-ზე
მეტით). გაზრდილი
დაფინანსების ფარგლებში
შესაძლებელი გახდა საჯარო
სკოლების მასწავლებელთა
საშუალო ხელფასის ზრდა 700-800
ლარის ფარგლებში, ხოლო
საბავშვო ბაღების
პერსონალის საშუალო
ხელფასის 300 ლარით ზრდამ“-
ნათქვამია ბიუჯეტის
პროექტში. ამასთან,
ქვეყნის მთავარი
ფინანსური დოკუმენტის
თანახმად, ბიუჯეტის
პროექტით:2025 წელს თავდაცვის
სამინისტროსთვის
გათვალისწინებულია 1.6 მლრდ
ლარი. გამოყოფილი თანხის
ფარგლებში ასევე
გათვალისწინებულია
ჯარისკაცების ხელფასის
10%-იანი ზრდა;შინაგან
საქმეთა სამინისტროსთვის
გათვალისწინებულია 1.350 მლრდ
ლარი და აღნიშნულ თანხაში
გათვალისწინებულია
პოლიციელთა ხელფასების
10%-იანი ზრდა.2025 წლის
პროექტით საბაზო
თანამდებობრივი სარგო 2024
წელთან შედარებით იზრდება
10%-ით და განისაზღვრება 1 460
ლარის ოდენობით, რაც
უზრუნველყოფს საჯარო
სექტორში დასაქმებულთა
ხელფასების ზრდას ასევე
10%-ის ოდენობით.