28 აპრილს 4 ევროპულ
ქვეყანაში - პორტუგალიაში,
ესპანეთში, საფრანგეთსა და
გერმანიაში
ელექტროენერგიის
მასშტაბური გათიშვა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით,
ყველაზე მეტად პორტუგალია
და ესპანეთი
დაზარალდნენ.ესპანეთში
მყოფი ჟურნალისტი, თორნიკე
ყაჯრიშვილი წერს, თუ რა
მდგომარეობაა ამ
დროისთვის
ქვეყანაში. „უკვე მეორე
დღეა, მადრიდში საგანგებო
მდგომარეობაა
გამოცხადებული. მართალია,
დღეს მუნიციპალურმა
ტრანსპორტმა დაიწყო
მოძრაობა, თუმცა გუშინ
სრული კატასტროფა
იყო…დაახლოებით დღის 12-ზე
ელექტრო ენერგია გაითიშა,
მასთან ერთად მობილური
ქსელებიც და შესაბამისად
ინტერნეტიც.ნახევრად
ჩაბნელებულ მაღაზიებში,
დახლები თითქმის
დაცარიელებული იყო.
დაპანიკებული მოსახლეობა
დიდი რაოდენობით საკვებს
იმარაგებდა…არ
ფუნქციონირებდა მეტრო და
ბანკომატები.
მრავალხაზიან მეტროს
გვირაბებიდან, ძლივს
გამოჰყავდათ
მოქალაქეები…ბევრ
მარკეტსა და ობიექტებზე ამ
დრომდე ვერ ვიყენებთ
პლასტიკურ ბარათს, მხოლოდ
ქეშზე მიდის საარაკო
ვაჭრობა…აი, ჩემს შვილს,
ვერაფრით გავაგებინე,
რატომ არ მუშაობდა
,,პლანშეტი” და რატომ
ვისხედით ღამის 11 საათზე
სანთლის შუქზე…მოკლედ,
გუშინ ერთი დღით ჩემს
ბავშვობაში დავბრუნდი,
90-იანი წლების ერთი
ჩვეულებრივი დღე იყო.ერთი
სიტყვით, გუშინ ქალაქში
სრული პანიკა იყო. დღეს
ყველაფერი კარგად არის…“,-
წერს თორნიკე
ყაჯრიშვილი. პორტუგალიის
მთავრობაში აცხადებენ, რომ
ქვეყანაში
ელექტროენერგიის მიწოდება
სრულად აღდგა